ივერიონი / „ივერიელის“ წარსულის ციფრული ვერსია

„ივერიელის“ წარსულის ციფრული ვერსია

მათ, ვისაც აინტერესებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ფოტოების,  გამოცემების და წიგნების ნახვა, ამის შესაძლებლობა ეძლევათ ელექტრონული ბიბლიოთეკა ”ივერიელის“ საშუალებით, სადაც ძველი გამოცემებისა და ფოტოების ციფრულ ასლებს იხილავთ.


ციფრულ ფორმაში გადაყვანილი დოკუმენტები ხელმისაწვდომია, როგორც ლოკალურ ქსელებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით.


მკითხველს საშუალება აქვს ორიგინალში იხილოს და წაიკითხოს პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი ”ცისკარი”, პირველი ქართული გაზეთი ”საქართველოს გაზეთი”.
”ივერიელის“ ვებ-გვერდზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის დამაარსებლები აცხადებენ, რომ ”ივერიელი“ მომავლისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, მისი ფონდი გამდიდრდება თანამედროვე სასწავლო, სამეცნიერო, თუ პოპულარული ლიტერატურით.


ელექტრონული ბიბლიოთეკა ”ივერიელი” ყველა თაობის მომხმარებლისთვის შეუცვლელი საინფორმაციო წყაროა.


ამჯერად ციფრული ბიბლიოთეკა ”ივერიელი” წარმოგვიდგენს სერიას: ”წარსულთან შეხვედრა”, რომელიც მათ მესტიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ და მესტიის კულტურის სამსახურმა მიაწოდა და დღეს მსურველებს ამ უნიკალური ფოტომასალის ხილვა შეუძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან www.dspace.nplg.gov.ge -ზე შესვლით. (ან კოლექციის ნაწილის ხილვა „ფეისბუქის“ გვერდზე).

19-12-2012, 12:05
უკან დაბრუნება