ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: არ მგონია, რომ ამერიკა ოდესმე პარტნიორ ქვეყანას უღალატებს

ლევან ბერძენიშვილი: არ მგონია, რომ ამერიკა ოდესმე პარტნიორ ქვეყანას უღალატებს

americanthinker.com-ში პამელა გელერის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც იმ მიზეზებს განიხილავს, რის გამოც საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.


ავტორი წყაროდ ევრო-აზიის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს გაბრიელ მირილაშვილს ასახელებს, რომელიც ამბობს, რომ ის არწმუნებდა პრემიერ-მინისტრს არ დაეჭირა მხარი პალესტინისთვის, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვეტილება ამერიკის ელჩის თხოვნის შედეგად მიიღო.


"ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ის, რაც თქვენ. ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გასცა. მე, ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფრო ვენდობოდი, ვიდრე ვინმე სხვას. პრემიერი არის აღჭურვილი სახელმწიფოებრივი ძალაუფლებით და პასუხისმგებლობით", - განაცხადა "ივერიონთან" საუბარში საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.


სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ობამას მტრული დამოკიდებული ისრაელის მიმართ გასაკვირი არ არის. როგორც, პამელა გელერი ამბობს, ის წერდა თავის წიგნში ობამას პოლიტიკის საფრთხის შესახებ ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ.


"ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი და ყველაზე დიდი მეგობარია. მე არ მგონია, რომ ამერიკა ოდესმე უღალატებს პარტნიორ ქვეყანას," - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

19-12-2012, 13:08
უკან დაბრუნება