დღეს, საბერძნეთის საჯარო სექტორის მოხელეები გაიფიცნენ. ისინი ახალი ეკონომიკური რეფორმის მიღებას აპროტესტებენ.
გაფიცვის ორგანიზატორი ADEDY-ს კავშირია, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი საჯარო მოხელეა გაერთიანებული.
ისინი მოითხოვენ, მთავრობამ შეწყვიტოს ის უსამართლო პოლიტიკა, რომელიც მუშებს აზიანებს და საჯარო სექტორს ბოლოს უღებს.