ივერიონი / ილია მეორე: წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვთხოვოთ

ილია მეორე: წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვთხოვოთ

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემა საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.


წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს წმ. ნიკოლზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წმ. ნიკოლოზის მსწრაფლშემსმენელი წმინდანია და მრევლს მოუწოდა, რომ მას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შესთხოვოს.


"ყველაზე დიდი სასწაული წმ. ნიკოლოზისა იყო, მისი მზრუნველობა გაჭირვებულებისადმი. ღამე დგებოდა და გაჭირვებულებისთვის დახმარება მიჰქონდა. მსოფლიოში დღეს დიდი ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის. წმ. ნიკოლოზს შევთხოვოთ რომ კეთილმა გაიმარჯვოს",-ნათქვამია უწმინდესის ქადაგებაში.


მართმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს და 22 მაისს.

19-12-2012, 14:43
უკან დაბრუნება