სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „სალერს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
სპორტული ეკიპირების კომპანია "სალერსა" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კომპანია "სალერის" ხელმძღვანელმა - რიხარდ სალერმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა მოაწერეს. "სალერის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალი თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩაზე "სალერის" სპორტული ცენტრში შედგა.
გერმანული კომპანია "სალერი" უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობს. გერმანული ბრენდი ასოცირდება როგორც ფეხბურთთან, ასევე სპორტის სხვა სახეობებთანაც - რაგბთან, კალათბურთთან და ჭიდაობასთან. "სალერის" ხელმძღვანელობამ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კავკასიის რეგიონში "სალერის" პირველი სპორტული ცენტრი სწორედ თბილისში გახსნილიყო.
"სალერმა" პრეზენტაციაზე სათამაშო ფორმებითა და ბურთებით ახალგორის ბავშვთა სახლის გუნდი დააჯილდოვა. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ვიქტორინაც გაიმართა, რომლის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.