წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ხვალ 12.00 საათზე დაიწყება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II უხელმძღვანელებს.
დღის წესრიგი უცნობია. სხდომის მიერ მიღებული დადგენილება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმ. სინოდის პირველი სხდომა 5 ივლისს გაიმართა.