ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი: ვერავინ გაანადგურებს ჩვენს აშენებულს

მიხეილ სააკაშვილი: ვერავინ გაანადგურებს ჩვენს აშენებულს

პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება რიყის მშენებლობეის შეჩერებაზე.


დღეს პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოში იმყოფება, სადაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას:


"აქ არ არის მარტო საუბარი ცალკეულ პარტიის განადგურება-არგანადგურებაზე. რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, ვერავინ ვერ გაანადგურებს ჩვენს მიერ აშენებულ შენობებს. იმდენი ავაშენეთ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა მომავალი 50 წელი, რომ ჩვენი აშენებული მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. მთავარი ჩვენ რაც შევქმენით არის ის, რომ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია"

20-12-2012, 13:10
უკან დაბრუნება