ივერიონი / პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. დღეს 15:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში  მოსახლეობასთან შეხვედრა შედგება.


პარტია „თეთრები“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანებულ 30 -მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში.


მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად, მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციები აგროვებენ ხელმოწერებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.


შეხვედრები გაიმართება დასავლეთ საქართველოს სხვა ქალქებშიც: მარტვილში, ფოთსა და ბათუმში.

 

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ქუთაისში  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე   სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.


გუშინვე, ქუთაისში „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას.

20-12-2012, 14:11
უკან დაბრუნება