ივერიონი / ბარაკ ობამა - 2012 წლის პერსონა

ბარაკ ობამა - 2012 წლის პერსონა

ამერიკულმა გამოცემა “Time”-მა 2012 წლის პერსონად ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაასახელა.


გავლენიანი  ჟურნალის გამომცემლებმა მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს  "ამერიკის სიმბოლო და ქვეყნის ახალი არქიტექტორი" უწოდეს.

ბარაქ ობამამ ჟურნალ Time-ის აღიარება პირველად 2008 წელს მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გამოცემამ წლის ადამიანის ტიტული აბსტრაქტულ ფიგურას - მსოფლიოს საპროტესტო ტალღების მთავარ გმირს - "მეამბოხეს" მიანიჭა. შესაბამისად, ჟურნალის ახალი ნომრის ყდაზეც რედაქციამ გამარჯვებულის სიმბოლოდ არაბი ქალის ფოტო განათავსა.

20-12-2012, 15:40
უკან დაბრუნება