ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ევროპის მოედანზე გააპროტესტეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება აღიქმება, როგორც ზეწოლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ არხზე.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, არ გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლამდე აპროტესტებდა.
მსგავსი მოვლენების გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მასობრივი აქციების მოწყობას გეგმავენ.