ივერიონი / ნოდარ ხადური: ჩვენ ვერ ვარიგებთ ხელფასებს და პენსიებს

ნოდარ ხადური: ჩვენ ვერ ვარიგებთ ხელფასებს და პენსიებს

"რუსთავი 2"-ს უკვე ეპატია 24 მილიონი ლარი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლემნეტში ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დავალიანებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხარჯზე ჩამოაჭრა.


"იმის გამო, რომ მიმდინარე წელს ხელისუფლებამ "რუსთვი 2"-ს  4 მილიონი ლარი აპატია, ამიტომ ჩვენ ვერ ვარიგებთ ხელფასებს და პენსიებს. შემოწმება არ სჭირდება იმას, რაც გვარამიამ ქრთამით თუ უქრთამოდ, ან ხეთაგურმა ქრთამით და უქრთამოდ გააკეთეს. ეს უკვე გაკეთებულია და არსებობს მთავრობის დადგენილება, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უკვე ეპატია 24 მილიონი ლარი, სამაგიეროდ ტელეკომპანია "კავკასია" 4 ლარის გამო დაჯარიმდა 2,50 თეთრით.


ჩვენ არ ვაპირებთ "რუსთავი 2"-ის საფინანსო შემოწმებას იმიტომ, რომ უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ წინა მთავრობას არ გახსენებია "კავკასია", "მაესტრო" და გაახსენდა "რუსთავი 2".


მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელსაც 24 მილიონ ლარს ისე პატიობს ხელისუფლება, რომ არ ახსენდება , პენსიები და სოციალური პრობლემები", - განაცხადა ხადურმა.

20-12-2012, 17:31
უკან დაბრუნება