საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე პრემიერ-მინისტრს კეთილ რჩევას აძლევს და მოუწოდებს, კვლევების შედეგებით ძალიან არ გაერთოს.
"მინდა, ვურჩიო ბატონ ივანიშვილს, რეიტინგებით ძალიან არ გაერთოს. ერთი პერიოდი ჩვენც, "ნაციონალური მოძრაობაც" გავერთეთ და არჩევნებიც კარგი შედეგებით არ დამთავრდა", - აღნიშნა ხაჩიძემ.
როგორც ხაჩიძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ხელისუფლების მკვეთრი ნაბიჯები სწორედ ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების შემდეგ გადაიდგა.