საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გაბრიელის საფლავი გაიხსნება მის ნეშტს ტაძარში გადაასვენებენ.
წმინდა სინოდის წევრებმა გუშინდელ სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შერაცხეს. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და
მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება და გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმ. არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.
,,წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად", - ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელსაც საპატრიარქოს პრესსამსახური დღეს ავრცელებს.