ივერიონი / რა შემთხვევაში არ შეიძლება, სახელმწიფო იყოს ჰუმანური?

რა შემთხვევაში არ შეიძლება, სახელმწიფო იყოს ჰუმანური?

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. დეპუტატები რამდენიმე მუხლზე ვერ თანხმდებიან.  განსაკუთრებული დავა  ე.წ. უნივერსალურმა მუხლმა გამოიწვია, რომელიც  ყველა იმ პატიმრისთვის სასჯელის მეოთხედით შემცირებას ითვალისწინებს, რომელთაც ამნისტიის არც ერთი მუხლი არ შეეხებათ. იურიდიული კომიტეტის ინიციატივა იყო, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენებსაც  შეხებოდათ მეოთხeდით სასჯელის შემცირება. უმრავლესობის მეორე ნაწილი კი არ ეთანხმება ამ პოზიციას.  მათი აზრით,  ასეთი მძიმე  მსჯავრდებულთა მიმართ არ შეიძლება სახელმწიფო  ჰუმანური იყოს.


 „თუ მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანი იხდის სასჯელს არაადამიანურ პირობებში, მის მიმართაც უნდა ვიყოთ ჰუმანურები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

21-12-2012, 18:27
უკან დაბრუნება