შალვა ნათელაშვილი: თუ სააკაშვილიზმი მსოფლიოში გავრცელდა, კაცობრიობა დაიღუპება! შიდსმა პოლიტიკაშიც იჩინა თავი მიხეილ სააკაშვილის სახით.
გოჩა ფიფია: ქართული სული ჯერ კიდევ ცოცხალია და უჩინმაჩინივით დაიარება.
ირინა სარიშვილი: ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ტარაკნები არ დაფრინავენ.
ბადრი ბიწაძე: როცა სააკაშვილი არაადექვატური ხდება ხოლმე, ვანო მას ემალება.
გუბაზ სანიკიძე: ნოღაიდელი არ არის პოლიტიკოსი, ის არის ვირთხა.
ირაკლი წერეთელი: ამ დღეებში ისეთ ოჯახებში ვარ მიწვეული თავისი ციკნებითა და გოჭებით, რა დროს მიტინგებია?!
ლევან ბერძენიშვილი: როცა ნინო ბურჯანაძის ქონებაზე ჩამოვარდება-ხოლმე ლაპარაკი, ეს ქალბატონი გაიძახის _ ეს ძვირფასეულობა ბებიამ მემკვიდრეობით დამიტოვაო, მათ შორი, ბრილიანტებზე, ათასობით კარის ღირებულ სათვალეებსა და სხვა აქსესუარებზე ლაპარაკისას. კი, მაგრამ, ქალბატონო ნინო, ცხონებული ბებიათვენი ცოცხალი რომ იყო, „შანელის“, „ვერსაჩეს“, „ბულგარის“, „იამამოტოს“ ბრილიანტებისა და აქსესუარების ეს მოდელები რომ არ იყო გამოშვებული?
კონსტანტინე გამსახურდია: მიტინგის დარბევა სააკაშვილის პოლიტიკურ სამარეს საფლავის ქვას დაადებს.
რევაზ მიშველაძე: სააკაშვილის უკანასკნელი ნაბიჯები ქართველი ერის ნერვებზე თამაშია. დაგვმართებს 500 კაცს ინსულტს და მერე წავა პოლიტიკურ მოუსავლეთში.
ოთარ მეღვინეთუხუცესი: ამდენი ხალხი გეუბნებით, შე დალოცვილო და წადი, რა, რომ გზაც დაგილოცოთ!
სოსო ჯაჭვლიანი: ქართველებს გველზე დამყნობილი მორიელები გვყავს ხელისუფლებაშ.
გია ცაგარეიშვილი: ქალბატონო ნინო, ამოღერღეთ, ვის ეკუთვნის წყნეთში 12 მილიონიანი აგარაკი?
ჯანსუღ ჩარკვიანი: როცა მითხრეს, პრეზიდენტმა ინდაური მოგართვაო, მადლობის სათქმელად შევარდნაძეს ვურეკავდი, რადგანაც მისი გამოგზავნილი მეგონა!
თამაზ წივწივაძე: ამ კაცს უცხოეთში აღარავინ იწვევს მიხეილ სააკაშვილი აწ უკვე შიდა მოხმარების პრეზიდენტია.
გრიგოლ ონიანი: იმ ქვეყანაში, სადაც გიორგი ბარამიძე კარგი კაცია და სტალინი ცუდი, აღარ მინდა ცხოვრება!
მაია ნადირაძე: სალომე ზურაბიშვილი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით გვიწოდებს ქაჯებს, მაშინ თვითონ ნესტან-დარეჯანი გამოდის.
კობა ხაბაზი: პურის ცხობა, სამწუხაროდ, არ ვიცი. სამაგიეროდ, რევოლუციებს ვაცხობ სწრაფ-სწრაფად.
შალვა ნათელაშვილი: თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ორი დღე ჯაშუშის რანგში მამყოფა და ამას ვაპატიებ, ძალიან ცდება.
აკაკი ასათიანი: ეს უბედური ბუში თვითონაც ჩავარდნილია. ჩვენ სააკაშვილის გვიკვირს და იმხელა ქვეყანას ჩურჩუტი კაცი მართავს.
ლევან ბერძენიშვილი: ხელისუფლება დიდი პრობლემის წინაშეა და მას მხოლოდ ცუდი სვლები დარჩა _ „იმედს“ ჩართავს, ინანებს, არ ჩართავს, მაინც ინანებს.
თამაზ წივწივაძე: ძვირფასო პრეზიდენტობის კანდიდატებო! რაკი ზამთრის პირობებში გიწევთ წინასაარჩევნო კომპანიის წარმოება, შეიძინეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები!
მიხეილ სააკაშვილი: მე მინდა ერთი რამ ყველამ გაიგოს _ შემდეგი ჩემი ვადა, მეორე და საბოლოო ვადა, იქნება ნაკლები სიარული საზღვარგარეთ და მეტი სიარული ჭოპორტში, ჭოპორტის პომიდვრის განსავითარებლად და გასაყიდად.
დავით აქუბარდია: ბოკერიას და კვესიტაძის საქმე არ არის, მაგიდაზე წამოვწვები თუ სამ ჰალტუხს ერთად გავიკეთებ.
გია თორთლაძე: ნუ რთავთ იმ არხებს, სადაც დეზინფორმაციას გადმოცემენ, მიეძალეთ „კავკასიას“ .
გიორგი გუგავა: არის შემთხვევები, როცა უბანზე მოსულა, ვთქვათ, 1300 ამომრჩეველი და დაფიქსირდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხმა მისცა 1600-მა ამომრჩეველმა. რას ნიშნავს ეს? რა, სააკაშვილის ხმებმა ურნაში იბარტყა.
კახა კუკავა: ირაკლი ოქრუაშვილი აკონტროლებს ქართული ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს. ცხადია, „ჩუპა-ჩუპსის“ კანფეტის იმპორტს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც სერიოზული ბიზნესია.
გიორგი გუგავა: წავიდეს და ბებიამისს ებღვიროს ოქრუაშვილმა. რას იბღვირება, იცის ვინმემ? ან ვის აშინებს მაგის ბღვერა? რაც ფული მოიპარა, ის დააბრუნოს ბიუჯეტში, რაც უკანონოდ ხალხი დაიჭირა, გამოუშვას ციხიდან, უკანონოდ წარმეული ქონება დაუბრუნოს ხალხს და მერე იბღვიროს, რამდენიც უნდა.
ნიკო ორველაშვილი: ნოღაიდელი ბუნებით არის ძალიან ძუნწი, საშინლად ხელმომჭირნე, ვიდრე ქობულეთში ზურაბ ჟვანია იპოვნიდა და კაცად აქცევდა, ალბათ სიგარეტსაც არ ყიდულობდა და სიგარეტს ღერებით მათხოვრობდა, ხელფასს კი მუთაქაში ინახავდა.
შალვა ნათელაშვილი: რას მედავება ნოღაიდელი, არ ვიცი? კბილებს რომ დაკრეჭს, აბა, კარგად დააკვირდით, არა ჰგავს ვირს? ჰგავს კი არა, ზუსტი ასლია.
რომან გოცირიძე: ნოღაიდელმა იმდენი იცის ფინანსებისა, რამდენიც მე _ აერონავიგაციისა. თუმცა, მე აერონავიგაციისა რაღაც-რაღაცეები მაინც ვიცი.
გია გაჩეჩილაძე (უცნობი): ახლა მე ტოლერანტი კაცი ვარ, მორწმუნე და მიმტევებელი, არ მემეტება არცერთი ქალი ციხისთვის, მაგრამ რაც ნინო ბურჯანაძემ დააშავა ამ მოკლე დროში, კაცების მთელი დივიზია იმდენს ვერ იზამდა.
ირაკლი წერეთელი: კობა დავითაშვილს, რომელთანაც ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს, მოვუწოდებ თავისი გატეხილი თავი და ტვინი ცოტა გაანძრიოს და სიტყვა „აჯანყება“ დაივიწყოს.
ირინა სარიშვილი: კობა დავითაშვილს „თავდაცვის მინისტრობანას“ ეთამაშებოდა სააკაშვილი. კობამაც დაიჯერა _ მნიშნავენო. მერე აღარ დანიშნეს და გაიბუტა.
თინა ხიდაშელი: ირაკლი ოქრუაშვილს ადამიანის უფლებებზე როცა ელაპარაკებიან, ტანში აჟრიალებს.
ირინა სარიშვილი: ამ დუეტისა ვერაფერი გავიგე. მათ ტყუილად არ შეარქვეს _ „ტვიქსი“. ერთს _ ზვიად ძიძიგურს ის ვერ გაურკვევია, ისევ ზვიადისტია თუ არა? კობა დავითაშვილი კი _ ოპოზიციონერია თუ არა?
გია ცაგარეიშვილი: ნათელაშვილმა საკუთარ პარტიას მიხედოს, მე როგორმე მოვუვლი თავს.
ზვიად ძიძიგური: სოზარ სუბარს მერაბიშვილის ხსენება ცახცახს აწყებინებს და შიშის ოფლი ასხამს.
ავთანდილ მარგიანი: ჩვენი სოზარი კაცო? მაგარი ბიჭია, მაგას არაფრის ეშინია. ჩემი ძმისშვილია, თანაც... როგორ? როგორ და მამამისსაც ავთანდილი ჰქვია, მეც ავთანდილი ვარ, თან სვანია და არ გამოდის ჩემი ძმისშვილი? ეგრეა, ძმიშვილია და ენაცვალოს ჩემი თავი.
ჯონდი ბაღათურია: კახა კუკავას ახლა სჭირს მძმე დეპრესიულ-ნევროზული აშლილობა და იმედია მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან.
გია თორთლაძე: რა კუკავას საქმეა, პარლამენტში შევალ თი ამერიკის კონგრესში? მაგან თავის „ნაუშნიკებს“ და წარსულს მიხედოს.
კობა ხაბაზი: ეგ, რევოლუციონერობა ისეთი ხელობაა, რომ არასდროს არ გავიყდება, არც მუდმივი პრაქტიკაა საჭირო. მთავარია,, 2-3 კვირა ამ რევოლუციურ პროცესში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერი თავის თავად გახსენდება.
ლენინის ხუთი ძეგლი მაქვს ჩამოგდებული. ისე გული კი მწყდება თბილისში რომ ვერ ჩამოვაგდე ლენინის ძეგლი. შოთა გორგოძემ დამასასწრო.
მე ლენინის ძეგლების სპეციალისტი ვარ, სტალინი სხვა, ვიწრო სპეციალობაა.
ჯონდი ბაღათურია: ისე, მშიდობის მთლად მტრედი არა, მაგრამ დიდი მომხრე და მოყვარული ვარ. ნუ, ახლა ბარაქ ობამას ხომ ვერ დავეჯიბრები, კაცს ნობელის პრემია მისცეს მშვიდობის დარგში.
ენდი გარსია მართლა კარგი მსახიობია, მაგრამ მიშა მაგ საქმეში ათ ენდი გარსიას სჯობია.