ივერიონი / გოგიტა გაბაიძე: ვერა ქობალიას ბევრი უაზრო შეკითხვა დაუსვეს

გოგიტა გაბაიძე: ვერა ქობალიას ბევრი უაზრო შეკითხვა დაუსვეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ქობალიას მიმართ ბევრი უაზრო შეკითხვა დაისვა.

როგორც მან ქობალიას დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

„ქობალია მოწმის სტატუსით დაიკითხა. ვფიქრობ, რომ ბევრი უაზრო შეკითხვა დაუსვეს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გაბაიძემ.

ექს-მინისტრი ე.წ მოდულის შენობაში გამოძიების შეკითხვებს გუშინ, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

გამოძიებას ვერა ქობალიასთან  შეკითხვები ჰქონდა ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით.

აქვე  აღვნიშნავთ, რომ ქობალიამ დაკითხვის დაწყების წინ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

22-12-2012, 11:47
უკან დაბრუნება