შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი უწყება ორივე მათგანს პირადად ჩაბარდა.
განცხადების თანახმად, ანტიკორუფციულ სააგენტოში დიმიტრი გვინდაძეს 13:00 საათზე, ხოლო ნიკა გილაურს 16:00 საათზე ელოდებიან.
ყოფილი მაღალჩინსონები სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან" დაკავშირებულ საქმეზე არიან დაბარებული.