საქალაქო სასამართლოს შენობაში შესვლამდე, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დევნილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები უდანაშაულონი არიან.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური დევნაა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
„ახალმა ხელისუფლებამ სხვა მიმართულებებს უფრო უნდა მიხედოს“, - აღნიშნა სუბელიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ყოფილი მაღლჩინოსნების სასამართლო პროცესი დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს.
მათ გამოძიება ცრუ მეწარმეობას და დიდი რაოდენობის ქრთამის აღების მცდელობას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.