საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოფ ლიზეკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.