ივერიონი / გარდაბანში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოქალაქე დააკავეს

გარდაბანში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოქალაქე დააკავეს

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ აქთაკლიას მკვიდრი დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებულია 1966 წელს დაბადებული მუსტაფა ა.
 
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ სახლში მეუღლე - 1971 წელს დაბადებული გარანფილ გასანოვა მოკლა.

„მუსტაფა ა-მ მეუღლეს თავის არეში ბოქლომით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რამაც გარანფილ გასანოვას სიკვდილი გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
შსს-ს ინფორმაციით, მუსტაფა ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22-12-2012, 17:42
უკან დაბრუნება