ივერიონი / ივანიშვილების საახალწლო დებიუტი

ივანიშვილების საახალწლო დებიუტი

რეპერი ბერა ივანიშვილი 24 დეკემბერს ახალი ალბომის პრეზენტაციას გამართავს. ალბომში სულ 18 სიმღერაა შესული, აქედან 8 ახალია. ალბომიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

ალბომში ძირითადად შეტანილია ბერას სოლო კომპოზიციები. მაგრამ მომღერალი საახალწლოდ მსმენელს დუეტის სახით სიუპრიზს უმზადებს - ბერა სიმღერას ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეასრულებს.

 

"სიმღერა "ჩვენ ვართ საქართველო" ჩემთვის ძალიან ღირებულია. ამ სიმღერას დუეტში მე და მამა ვასრულებთ", - აცხადებს ბერა.

 

"პალიტრა.ტვ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეპერი სახალწლო ოჯახურ ტრადიციებზეც საუბრობს. მისი თქმით, ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ამ დღეს მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. 

 

"ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი ძმისთვის მე ვიყავი თოვლის ბაბუა, მაგრამ წელს აღარ გამომივა, რადგან უკვე მცნობს. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ თქვენი პირადი, პატარა ოცნებების და ყველა ჩვენგანის დიდი ქართული ოცნების ახდენას", - ასეთია ბერა ივანიშვილის საახალწლო სიუპრიზი და სურვილები.

 

23-12-2012, 11:00
უკან დაბრუნება