კანადის პროვინცია ნუნავუტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ტელეკანალ CSC News-ის ინფორმაციით, ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 2 წევრი და პატარა ბავშვი.
The Canadian Press-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა. ერთ-ერთ პილოტს ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამკურნალოდ ქალაქ ვინიპეგში გადაიყვანეს. დაშავებულები მგზავრებს შორისაც არიან. თუმცა დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თვითმფირნავი კანადურ ავიაკომპანია Perimeter Aviation-ს ეკუთვნის. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.