სადგურის მოედანზე დღეს დილიდან ხმაურია. სამარათალდამცავებმა გარემოვაჭრეები "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მათ გასაყიდ პროდუქციას ართმევენ და ვაჭრობას უკრძალავენ.
მოვაჭრეები საქონლის უკან დაბრუნებას და გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანა მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაავალა.
მოვაჭრეებს ალტერნატივის სახით ბაზრებში შესვლას სთავაზობენ.