ამერიკელები "მაგნიცკის სიაში" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების შეყვანას მოითხოვენ. შესაბამის პეტიციას თეთრი სახლის ვებ-გვერდზე ხელი უკვე 17 000 ადამიანმა მოაწერა.
აშშ-ს მოსახლეობა ბარაქ ობამას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამერიკელებისთვის რუსი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვას.
იმისთვის, რომ აშშ-ის მთავრობამ პეტიცია განსახილევლად მიიღოს, დოკუმენტზე 25 000 ხელმოწერაა საჭირო.
"მაგნიცკის სია" კანონპროექტის მიხედვით - ეს არის რუსეთის ათობით მოქალაქის სია, რომლებიც ადვოკატ სერგეი მაგნიცკის საქმეში ფიგურირებდნენ. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე გადაადგილება და ფინანსური ანგარიშების ქონა ეკრძალებათ.