უკრაინაში გაუსაძლისი ყინვის გამო 85 ადამიანი დაიღუპა. ჰაერის ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცა. ამ დროისათვის საავამდყოფოებში 500-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.
დიდთოვლობის და ყინვის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. უკრაინის დასავლეთ რეგიონში 20 კმ.-იანი საცობი წარმოიქმნა, რის გამოც ავტომობილები უკვე 3 დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ძლიერი ყინვების გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის გარეშე ათასობით ოჯახია დარჩენილი.
გზების გასასუფთავებელ სამუშაოებში ქვეყნის ხელისუფლებამ არმიის ქვედანაყოფებიც ჩართო.