2012 წლის დასასრული ახლოვდება და მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ეთხოვებიან.
ჩინელები 2012 წელს "ბალიშების ბრძოლით" აცილებენ. ღონისძიება შანხაიში გაიმართა და მასში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
"ბალიშებით ბრძოლის" მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ქმედებით მთელი წლის განამვლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან და სტრესისგან თავისუფლდებიან და ახალ წელს ახალი ენერგიით ეგებებიან.
"ბალიშების ბრძოლაში" მონაწილეობა და უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლება უფასო სიამოვნება როდია, მსურველებს ეს გართობა წელს 24 დოლარი დაუჯდათ.