ივერიონი / დავით საყვარელიძე: "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დღითიდღე იზრდება!

დავით საყვარელიძე: "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დღითიდღე იზრდება!

საგამოფენო ცენტრ "ესპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენცია დაიწყო.

 

კონფერენციას პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები ესწრებიან.

 

"ეს კონფერენცია არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში უალტერნატივო და უკონკურენტო ძალაა, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ჩვენს ამომრჩეველს და გვაქვს ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო გამოცდილება. ჩვენ გვინდა იდეოლოგიურად გაერთიანებული პარტიის წევრები",-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ.

 

მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცის, რა სურს ამომრჩეველს. "ნაციონალების" ოფისში დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის პარტიის რიგებში გასაწევრიანებლად. 

 

საყვარელიძის განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება მათი პარტიის წევრების შეკრებები და ამას სისტემატური ხასიათი ექნება. 

ცნობილი ხდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით 15:00 საათზე გამოვა.

23-12-2012, 14:43
უკან დაბრუნება