დღეს, მოდულის შენობაში, ყოფილი დეპუტატი ზვიად კუკავა დაიკითხება.
კუკავას განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა საკითხის გამო დაიბარეს დაკითხვაზე.
ცნობილია, რომ ყოფილი დეპუტატი იმ კანონპროეტის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც "ბანკი ქართუს" 180 მილიონი დოლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ანდრო ალავიძე უკვე დაჰკითხეს. ალავიძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა და საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.