საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ტელედებატები 24 დეკემბერს, 22 საათზე შედგება. კანდიდატები - გიორგი ბარათაშვილი, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, თინათინ რუხაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი დავით პაიჭაძის გადაცემაში, „დიალოგები დავით პაიჭაძესთან ერთად“, მიიღებენ მონაწილეობას.
Media.Ge-ს ინფორმაციით ხვალინდელი გადაცემის ფორმატი დაზუსტებული არ არის. გადაცემას დისკუსიის ფორმა ექნება, თუ დებატებისა, სავარაუდოდ, 23 დეკემბერს, დღის ბოლომდე გაირკვევა.
დებატების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა გუშინ, 22 დეკემბერს კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ მიიღო. კანდიდატებს შორის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გენერალური დირექტორობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსით გათვალისწინებული არ იყო. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდს გადაწყვეტილება მეორე ტურში, კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ უნდა მიეღო.