ივერიონი / პროსტიტუციისათვის ფართობის გამოყოფის ფაქტზე ბათუმში ორი პიროვნება დააკავეს

პროსტიტუციისათვის ფართობის გამოყოფის ფაქტზე ბათუმში ორი პიროვნება დააკავეს

დღეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ორი პიროვნება დააკავეს.

 

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში,  პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ანა"-ს მეპატრონე ბიჭიკო ა. დააკავეს. აღნიშნული სასტუმრო  4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დაკავების მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

 

სამართალდამცველებმა, ასევე, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მირიანის" მფლობელი, როსტომ მ. დააკავეს. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

 

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას, მოწმის სტატუსით, აღნიშნულ სასტუმროებში მყოფი  ქალბატონებიც დაიკითხნენ.

 

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ორივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 254-ე  მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როსტომ მ. და ბიჭიკო ა. ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

23-12-2012, 15:12
უკან დაბრუნება