ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი: გვეუბნებიან, დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო!

მიხეილ სააკაშვილი: გვეუბნებიან, დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო!

"ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ხშირად ღიზიანდება ჩემი და გიგი უგულავას სიმაღლით, სულ ამაზე ლაპარაკობენ. მე არანაირი კომპლექსი არ მაქვს, ჩემზე მაღალი პოლიტიკოსებიც რომ არსებობენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციაზე გამოსვლისას სააკაშვილი ასევე შეეხო საქართველო-უკრაინის ურთიერთობას და განაცხადა:

 

"უკრაინაში საერთაშორისო კონფერენციაზე მოსული იყო უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ერთ-ერთი იმ სამი ადამიანიდან, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა. მან ყველასგან მოულოდნელად კონფერენციაზე სიტყვა მოითხოვა და განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მარტო იმიტომ ღირდა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები ჩამოყალიბებულიყო. კრავჩუკმა მითხრა: ძალიან გთხოვ, სიბერე არ გაგვიმწარო და დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო".

 

სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების მხრივ საქართველო 2012 წელს პირველად გასცდა იმ ზღვარს, რომელიც ქვეყანამ 1989 წელს გადალახა. 

 

"ამიტომ, საქართველოს საბჭოთა კავშირში დასაბრუნებელი არაფერი სჭირს. ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ და უკან ვერავინ ვეღარ დაგვაბრუნებს", - აცხადებს სააკაშვილი.

 

23-12-2012, 15:42
უკან დაბრუნება