ივერიონი / გარევაჭრობა ნებადართულია?!

გარევაჭრობა ნებადართულია?!

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოვაჭრეებს პირველ იანვრამდე გარევაჭრობის უფლება მისცეს. 

 

ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და თან დასძინა, რომ გარევაჭრობის ნება იმიტომ დართეს, რომ ამ ხალხს უკვე შეძენილი აქვს გასაყიდი პროდუქცია და თუ გაყიდვის უფლებას არ მისცემენ, წინასაახალწოდ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

 

"ივერიონი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მივიღეთ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს რომ: "მერიას არ გაუცია გარევაჭრობის ნებართვა და გარევაჭრობა ისევ კანონით აკრძალულია".

 

23-12-2012, 16:17
უკან დაბრუნება