ივერიონი / კახი კალაძე: "თელასის" დირექტორის დაკავება ელექტროენერგიაზე ფასების დაკლების პროცესზე არ იმოქმედებს

კახი კალაძე: "თელასის" დირექტორის დაკავება ელექტროენერგიაზე ფასების დაკლების პროცესზე არ იმოქმედებს

"თელასის" დირექტორის დაკავება ელექტროენერგიაზე ფასების დაკლების პროცესზე არ იმოქმედებს", - განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ.

 

მისივე თქმით, დაკლებული ტარიფების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

 

ქართული მხარე რუსულ კომპანია "ინტერ რაო ესთან" მოლაპარაკებებს განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შემცირებულ ტარიფებზე ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე პრემირ-მინისტრი ისაუბრებს.

 

"დევი კანდელაკი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ტარიფების შემცირება. მოლაპარაკებები გრძელდება "ინტერ რაო ესთან", - განაცხადა კალაძემ.

 

23-12-2012, 17:46
უკან დაბრუნება