დასავლეთ საქართველოში მიწისძვრის გამო ჯეოსელის აბონენტებისთვის მობილური კავშირი დროებით შეფერხდა.
როგორც „ივერიონს“ "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა , მიწისქვეშა ბიძგებს კომპანიის გადამცემ სადგურებზე ავარია არ გამოუწვევია.
"ძლიერი მიწისძვრისას კომუნიკაცია 20 წუთით შეფერხდა მხოლოდ. ხაზები უკვე აღდგენილია და მუშაობს შეუფერხებლად", - აღნიშნა ირმა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება "მაგთიკომს", კომპანიის განცხადებით, მათ აბონენტებს ქსელით სარგებლობისას პრობლემები არ შექმნიათ.