პარლამენტი რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს დღეს მიმართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვერ მოასწრო და მოსმენები რიგგარეშე სხდომებზე უნდა გაგრძელდეს.
განსახილველ საკითხებს შორის შრომის კოდექსი, განათლებისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონპროექტებია.
საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ რიგგარეშე სხდომები იანვარშიც დაინიშნოს. საპარლამენტო უმცირესობა კი, საკანონმდებლო საქმიანობას მიმდინარე კვირას დაუბრუნდება.