ივერიონი / ვანო მერაბიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო

ვანო მერაბიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე სათქმელი გამოძიებისთვის აღარაფერი დარჩა და მას უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს. ამ თემაზე ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.


„ბოლო ერთი წელიწადი არ გვქონია კარგი ურთიერთობა. მანამდე უახლოეს მეგობრად მივიჩნევდი.  ახსნას ვერ ვპოულობ, რა დაემართა. ირაკლიზე ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან ჩვენ უმძიმეს დროს ერთად ვიყავით. ჩემი და ადეიშვილის რეკომენდაციით გახდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ჩვენ ერთად ვიყავით მძიმე წუთებში - რევოლუციის დროს, აჭარაში, კოდორში... ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენს გუნდს გაემიჯნა. დიახ, ოქრუაშვილი თავად გაგვემიჯნა, გუნდი არ გამიჯვნია მას“, - აცხადებს მერაბიშვილი.

24-12-2012, 12:32
უკან დაბრუნება