ივერიონი / ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილის განცხადებები უკვე აღარ არის პოლიტიკური, ის კლინიკური სფეროდანაა!

ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილის განცხადებები უკვე აღარ არის პოლიტიკური, ის კლინიკური სფეროდანაა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკურ სფეროს არ განეკუთვნება და უფრო კლინიკური სფეროდანაა.


როგორც "ივერიონს" ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, ქვეყნისთვის, უპირველსად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასა და პოზიციას შორის კოჰაბიტაცია მოხერხდეს.


მისი თქმით, საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა მოხერხდა. შესაბამისად, ქვეყანაში ამგვარი კოჰაბიტაცია უნდა მოხდეს და ამას საფუძვლები ახალმა ხელისუფლებამ უნდა ჩაუყაროს.


"სააკაშვილის განცხადება უკვე კლინიკური სფეროდანაა. ქვეყნისთვის, უპირველსად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასა და პოზიციას შორის კოჰაბიტაცია – თანაცხოვრება, თანამშრომლობა მოხერხდეს. სწორედ ამისკენ მივილტვით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც სხვა ლიდერები, ამისკენაა მოწოდებული", - განაცხადა დოლიძემ.


მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებების მიუხედავად, ახალი ხელისფულება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნორმალური, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების კულტურის საფუძვლები საქართველოში დამკვიდრდეს.


"რა გამოგვივა, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტირება, ვფიქრობ, ჩემს სფეროს არ განეკუთვნება. ეს უკვე პოლიტიკურ სფეროს არ განეკუთვნება, რადგან ცოტა უფრო კლინიკურიც არის", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმაAგანაცხადა, რომ უკრაინაში საერთაშორისო პრესკონფერენციაზე უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იმიტომ ღირდა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები ჩამოყალიბებულიყოო.


"კრავჩუკმა მითხრა, ძალიან გთხოვ, სიბერე არ გაგვიმწარო და დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაშიო", _ განაცხადა სააკაშვილმა.

24-12-2012, 14:43
უკან დაბრუნება