საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია „ინტერ-რაოს“-ს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა დროებითი მემორანდუმები კომპანიებთან „თელასი“ და „ენერგო-პრო“.
ამ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მემორანდუმები გარდამავალია და მომხმარებლისთვის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სამთვიან სამომხმარებლო ტარიფს 3,5 თერით შემცირებას ითვალისწინებს. შემცირება შეხებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-დან 300 კვ ელექტორენერგიას მოიხმარენ.
აღნიშნული კატეგორია აბონენტების 90 პროცენტს მოიცავს.
„თელასი“:
0-დან 100 კვ
იყო 13, 48 თეთრი, გახდა 9,94 თეთრი.
101-დან 300 კვ-მდე
იყო 16.00, გახადა 12,46
„ენერგო პრო“
0-დან 100 კვ-მდე
იყო 12,98, გახდა 9,44
101-დან 300-მდე
იყო 16,52, გახდა 12,98