ივერიონი / "ქართული ოცნებას" ივანიშვილი უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნებას" ივანიშვილი უხელმძღვანელებს

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გაძლიერებაზეც ისაუბრა. პრემიერმა დაადასტურა, რომ მიღწეულია შეთანხმება, "ეროვნულ ფორუმისა" და "ქართული ოცნების" შერწყმის თაობაზე.


მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული შიში გამოიწვია თვით კოალიციის შიგნით, რადგან მისი თანაგუნდელები თვლიან რომ, სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გაძლიერებულ "ქართულ ოცნებას" კონკურენციას ვერ გაუწევენ.


"პირდაპირ გეტყვით: ლევან ბერძენიშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ კოალიციის შიგნით არსებული პარტიები გაერთიანებულ "ქარულ ოცნებას" კონკურენციას ვერ გაუწევენ, მაგრამ, მე დავამშვიდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" მძლავრ მონსტრად" არ ჩამოყალიბდეს. წინასაარჩევნოდ ჩვენ მხოლოდ პარტიის დარეგისტრირება და ფორმალური საკითხების გადაწყვეტა მოვახერხეთ. მთელი ყურადღება არჩევნებისკენ იყო მიმართული. პარტიას გაძლიერება სჭირდება. მმართველობაში ალბათ ახალი გუნდი მოვა და გაერთიანებულ პარტიას პირადად მე ჩავუდგები სათავეში",-დასძინა ივანიშვილმა.

24-12-2012, 15:48
უკან დაბრუნება