ივერიონი / სოსო ცისკარიშვილი: "ქართული ოცნება" არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ზედმეტად არხეინად უყურებს

სოსო ცისკარიშვილი: "ქართული ოცნება" არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ზედმეტად არხეინად უყურებს

"ქართული ლექსიკისთვის იმდენად ხელოვნურია ტერმინი "კოჰაბიტაცია", რომ  ვერ ხვდებიან, რა დგას ამ ტერმინის უკან... ეს ნიშნავს თანაარსებობას. მშვიდობიანი არჩევნების შემდეგ უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა წარმართულიყო ორხელისუფლებას შორის თანამშრომლობა, მაგრამ როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" იმდენად მოულოდნელი იყო საპარლამენტო უმცირესობის და ოპოზიციის სტატუსი, რომ ორთვიანი სიდინჯის შემდეგ კვლავ აგრესიაზე გადავიდნენ".


ამის შესახებ ექსპრტ-პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა..


მისი თქმით, თავდაპირველად, ყველასგან მოულოდნელად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშვიდ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, მაგრამ კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ მდგომარეობას.


ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზია და ამ პროცესს "ქართული ოცნება" ზედმეტად არხეინად უყურებს, მაგრამ "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, მაინც ძალიან ნაჩქარევია.


ექსპერტის თქმით, პოლიტიკური საფრთხე რეალურია იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოქნება" მართლაც ოცნებით დაკავდება.

24-12-2012, 15:49
უკან დაბრუნება