პირველი იანვრიდან საინფორმაციო ტელეკომპანიებს კიდევ ერთი ტელევიზია ემატება, ტელეკომპანია "მირ 24" მაუწყებლობას დაიწყებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მირ"-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მირ 24" საინფორმაციო არხი იქნება, რომლის დაფარვის ზონა 10 ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზეც გავრცელდება. ნაჭყებიას თქმით, "მირ 24"-ს 60-მილიონიანი აუდიტორია ეყოლება.
"მირ 24" პირველი იანვარს, დილის 06:00 საათზე გავა ეთერში. იქნება ახალი ამბები, უახლესი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც შედიან დსთ-ში და არა მარტო დსთ-ში. საინფორმაციო გამოშვება საათში ერთხელ გავა ეთერში, იქნება რუბრიკები უკომენტაროდ, ასევე სპორტისა და კულტურის ამბები.
ტელეკომპანია "მირ 24"-ის სათავო ოფისი მოსკოვში განთავსდება.