პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურების საქართველოში დაბრუნების შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, 25 დეკემბერს სამშობლოში 8 მეზღვაური, 26 დეკემბერს კი, კიდევ ოთხი დაბრუნდება.
"ასე რომ, მათი საკითხი მოგვარებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება იმისთვის, რომ ეს ხალხი ჩამოსულიყო", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სტამბულის რეისით დაბრუნდებიან.
პანამის არხში, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველია. "მარია დელ კარმენ 2" უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო, ამორტიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამის გამო გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.