"ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნისას ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილებები არ განუხორციელებია", _ ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ტარიფების დაწევა უფრო მეტად იყო შესაძლებელი და აცხადებს: "გაფორმებული მემორანდუმი 3-თვიანია და არ არის გამორიცხული, შემდეგში უფრო მეტით შემცირდეს ტარიფები".
"ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ განცხადებებისგან. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობა მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთი მაღალი ტარიფით იხდიდა ელექტროენერგიის გადასახადს მაშინ, როცა ტარიფების შემცირება შესაძლებელი იყო", _ ამბობს კახი კალაძე.