ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დღეს ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში ახალაიას დაბარება მისი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მზადაა, ყველა შეკითხვას, რომელიც მისი მისამართით არსებობს, საჯაროდ გასცეს პასუხი.