გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, მოქალაქე მიხეილ ჩ. დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, 20 დეკემბერს ნასვამმა 1984 წელს დაბადებულმა მიხეილ ჩ.-მ, თბილისში, სანზონის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ ვაჟა ჯიბლაძეს სხეულის დაზიანება მიაყენა.
„მიხეილ ჩ.-ს თანმხლებმა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა კი, ჯიბლაძეს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
ჯიბლაძის დაჭრაში ბრალდებული პირის გამოსავლენად, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.