შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა ამოიღო.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მცხოვრები ლაშა და გივი ხ-ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი ტროტილი, ერთი ამფეთქი ზონარი, ერთი ფალია, 26 „რემინგტონის“ ვაზნა, 48 „მ-4“-ის ვაზნა, 38 „კოლტის“ ვაზნა, 477 „აკს“-ის ვაზნა, 17 „გეკოს“ ვაზნა, 3 კარაბინის ვაზნა, 40 „აკმ“-ის ვაზნა, 18 ფუჭი ვაზნა, 1 ცალი „შილკის“ ვაზნა, ავტომატის 8 მჭიდი და ერთი „დშკ“-ს მასრა ამოიღეს.
განცხადების თანახმად, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.