შეწყალების კომისია 430 პატიმრის საქმეს განიხილავს შეწყალების კომისია მიმდინარე წლის ბოლო სხდომას დღეს გამართავს.
სხდომაზე 430 პატიმრის საქმეს განიხილავენ.
ის პატიმრები, რომლებიც, კომიისგან დადებით რეკომენდაციას მიიღებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ახალ წლამდე დატოვებენ.
შეწყალების კომიის გადაწყვეტილების შემდეგ, პატიმრების გათავისუფლებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.
სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზე დაიწყება.