ივერიონი / პატიმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

პატიმარმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა №6 დაწესებულებაში  სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.


აღნიშნულ ინფორმაცია „ივერიონს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.


ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ.  უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, №1 ახალი სარეჟიმო კორპუსის №4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.


მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ  აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ეცნობათ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

25-12-2012, 11:15
უკან დაბრუნება