გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი უბანი, დღეს წყალს გარეშე დარჩება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, დღეს, 1200 მმ-იან მაგისტრალურ
წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.
მაგისტრალური წყალდენი დიღმის ველზე, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა დაზიანებული.
აღნიშნული მიზეზით, დღეს, 12:00 საათიდან 26 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების ბოლო ნაწილს, "დიღომი 7"-ს, "დიღომი 8"-ს,"დიღომი 9"-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, აშშ-ის საელჩოს შენობას, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს შეფერხებით მიიღებს ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და ფერდობი, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა და შინდისი.
წყალმომარაგება შეეზღუდება აგრეთვე სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, ასევე გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 გლდანის საპატიმროს და "ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დღეს დილიდან შეუდგნენ.