ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ედიშერ თოლორაია საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა. ედიშერ თოლორაია კოალიცია ,,ქართული ოფნების“ ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იყო.
,,პირველ რიგში სტადიონი დაუბრუნდება ქალაქს. აუცილებლად აღსდგება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეს არის ყინულის სასახლე, რომელიც ჯერ მოიტანეს და მერე წაიღეს. აუცილებლად მოხერხდება მისი აღდგენა. არსებობს სოფლის პროგრამები, რომლებიც ასევე განხორციელდება“, - აცხადებს ედიშერ თოლორაია.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად თოლორაიას დანიშვნას კოალიციის სხვა წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. ,,ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.